სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ განცხადება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის დასჯადობის შესახებ ინიციატივის თაობაზე

უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლმენტის წევრის ემზარ კვიციანიის მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა, რომელიც “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის” სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ამგვარი ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლების, როგორც კონსტიტუციურ, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან და წარმოადგენს საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობას.განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ იდეას მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ.... სრულად წაკითხვა

კვლევის „გაზომვადი პროპაგანდა: როგორ აადვილებენ ჩვენი სისუსტეები რუსულ გავლენას“ პრეზენტაცია

17 აპრილს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) კვლევის „გაზომვადი პროპაგანდა: როგორ აადვილებენ ჩვენი სისუსტეები რუსულ გავლენას“ პრეზენტაცია.კვლევა შემუშავდა რუმინული ორგანიზაციის GlobalFocus Center-ის ინიციატივით, რომელშიც მიმოხილულია საქართველოს, რუმინეთის, ბულგარეთისა და მოლდოვას სტრუქტურული სისუსტეები/გამოწვევები, რომლებმაც შესაძლოა ნაყოფიერი ნიადაგი შეუქმნას რუსეთისა თუ სხვა არალიბერალური აქტორის მხრიდან ჩარევას.პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო როგორც თვისებრივი კვლევის შედეგად... სრულად წაკითხვა

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ და კოალიცია “თანასწორობისათვის” ერთობლივი განცხადება შავკანიან სტუდენტებზე თავდასხმის ფაქტზე

უკიდურესად შემაშფოთებელია 8 აპრილის საღამოს დიღმის მასივში შავკანიან სტუდენტებზე თავდასხმის ფაქტი. გავრცელებულ კადრებში ჩანს თავდამსხმელთა რასისტული განცხადებები და მოტივები. ეს ინციდენტი ბოლო პერიოდში გამოვლენილ  შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილ სხვა დანაშაულებთან ერთად, სახელმწიფოს მიერ თანმიმდევრული და სისტემური ანტიდისიკრიმინაციული პოლიტიკის გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს.როგორც გავრცელებული კადრებიდან იკვეთება, ბელიაშვილის ქუჩაზე, სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ რამდენიმე შავკანიანს თავს დაესხნენ, ფიზიკურად... სრულად წაკითხვა

კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ მხარს უჭერს სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის“

კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ მიესალმება და მხარს უჭერს, მათ შორის საზოგადოების ჩართულობით შემუშავებულ, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის“ და მთლიანობაში შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივის წარმატებით განხორციელება, რომელიც გულისხმობს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს ვაჭრობის წახალისებას, ხარისხიანი განათლების მიღების მნიშვნელოვანი შესაძლებლობების განვითარებას და შესაბამისი მექანიზმების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს იმ სიკეთეებით სარგებლობას,... სრულად წაკითხვა

GRASS-ის დირექტორი საუბრობს ჟენევის დისკუსიაზე რადიო პალიტრას ეთერში

🔴ჟენევის დისკუსიების 43-ე რაუნდი ამჯერადაც მნიშმვნელოვანი მიღწევის გარეშე დასრულდა და ამჯერადაც ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაკეთდა მხარეების მხრიდან. რა გავიგეთ ახალი და რას უნდა ველოდოთ უკვე ივნისის შეხვედრიდან რომელზეც კონკრეტული შეთანხმების მიღწევაა შესაძებელი, თუნდაც შვეიცარული შუამავლი კომპანიის საბაჟოებზე განთავსებაზე.🔴GRASS-ის პრეზიდენტი პაატა გაფრინდაშვილია დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი და მასთან ჟენევის დისკუსიებზე ვისაუბრებთ.    

12345...102030...