ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება საქართველოში

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) ახორციელებს პროექტს „ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობის დონეზე“.
პროექტის ერთ-ერთი ეტაპი მოიცავს ევროკავშირის თემატიკაზე ლექციების კურსს ახალგაზრდა ჟურნალისტების, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის.
პროექტი ხორციელდება ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით, ერასმუს+ -ის ჟან მონეს აქტივობების ფარგლებში.