პანკისის ქალთა საბჭო

ჩვენ დავასრულეთ პროექტის „პანკისელ ქალთა უფლებების დაცვა მათი ცნობიერების ამაღლებითა და ქალთა საბჭოს გაძლიერების გზით“ პირველი ეტაპი. პროექტი გადავიდა ახალ და კიდევ უფრო საინტერესო ეტაპზე.
პროექტი ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
პროექტის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი“ (KRDF).