პრეზენტაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების შესახებ

27 ნოემბერს, საქართველოს რეფორმების ასოციაციამ თბილისი მერიოტში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების შესახებ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გამართა.

სახელმძღვანელო შეიქმნა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების (გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა ადამიანის უფლებების შესახებ) ხელშეწყობის, ადვოკატირების და იმპლემენტაციის მიზნით.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებას, ადვოკატირების და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელების კუთხით.