საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილებები და შედეგად შექმნილი გამოწვევები

19 დეკემბერს საქართველოს რეფორმების ასოციაციამ გამართა პრეზენტაცია "Policy Bbrief-ის", რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილებებსა და შედეგად მიღებულ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღბას. პრეზენტაცია და დისკუსია გაიმართა სასტუმრო "ბეტსში" 11:00-13:00 საათმდე.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები.

შეხვედრის დიდი ნაწილი დისკუსიასა და კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო>

შეხვედრაზე განიხილეს სავიზო პოლიტიკის გამკაცრების შედეგები: (1) განათლების სფეროზე, (2) ტურიზმის სფეროზე, (3) საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, (4) პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე და (5) უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, განსაკუთრებით, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები მათთვის შესაბამისი დოკუმენტის მიღებაზე უარის თქმის შესახებ. დისკუსიის დროს ასევე განხილული იქნება ყველა ის პრობლემა თუ პერსპექტივა, რომლებიც კანონის ცვლილების შემდეგ წარმოიშვა