ჩვენ შესახებ

 „საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS“ არის მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი, რომელიც  2012 წლის ოქტომბერში დაარსდა. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს საქართველოს საგარეო, უსაფრთხოების, საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ადმინისტრირების სფეროს კვლევასა და მის სიღრმისეულ ანალიზს.

ჩვენი მიზანია სასამართლოს, განათლების, კონფლიქტების მოგვარების, მოწყვლადი ჯგუფების, თავდაცვის, უსაფრთხოებისა  და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოსწორებასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

დაარსებიდან დღემდე GRASS-მა განახორციელა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების, ოკუპირებული ტერიტორიების, განათლების, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, მოწყვლადი ჯგუფებისა (იძულებით გადაადგილებულ პირთა და ეროვნული უმცირესობების) და მედიის მიმართულებით არსებული ინოვაციური პროექტი „ფაქტმეტრი“.

GRASS-ს ასევე გამოცემული აქვს მრავალი პუბლიკაცია განათლების, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ასევე, ქართული პოლიტიკის სიღრმისეული ანალიზი “GRASS BRIEF-ის“ სახით.