ელენე ხოშტარია – პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში მთავრობა პორტფელს ვერ შეინარჩუნებს

05 ნოემბერი, 2014

“ძალიან სწორი იყო, რომ ირაკლი ალასანიამ აღარ გააგრძელა თამაში, დამალვა და პირდაპირ პოლიტიკურად დაუპირისპირდა გუნდს”.

“ტაქტიკურად მე მგონია, რომ ძალიან სწორად მოიქცა. იმიტომ, რომ არის რაღაც პროდასავლური ნაწილი კოალიციაში და ეს გუნდი თავად არ უნდა წავიდეს, მაგრამ პოლიტიკური დაპირისპირება იყო აუცილებელი. რა თქმა უნდა, ასე ვერ გაგრძელდება, მთავრობა პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში პორტფელს ვერ შეინარჩუნებს, მაგრამ არის იგივე პრეზიდენტი, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით მკაფიოდ პროდასავლურ პოლიტიკურ ორიენტაციას აფიქსირებს. ამიტომ, ტაქტიკურად შესაძლოა სწორედ ეს ყოფილიყო სწორი ნაბიჯი, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს ვერ გააჩერებს პოლიტიკური ბრძოლის პროცესს.

იხილეთ სტატია სრულად