“ევროატლანტიკური კოალიცია” საქართველოში მიმდინარე რუსულ მედია ფორუმს ეხმიანება

 საქართველო არაერთხელ გამხდარა რუსეთის აგრესიული ნაბიჯების სამიზნე, რომელთა შედეგად რუსეთის მიერ ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი. ამასთან ერთად, რუსეთის ფედერაცია საქართველოში საკუთარი სტრატეგიული ამოცანების მისაღწევად აქტიურად იყენებს “რბილ ძალას”, რაც აგრესიულ მედია პროპაგანდაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების დაფუძნებასა და სხვადასხვა სახის ფორუმების ორგანიზებაში გამოიხატება. ამ აქტივობების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაძლიერება და საქართველოს... სრულად წაკითხვა

GRASS-ის პროექტი ფაქტ-მეტრი აცხადებს კონკურსს ეკონომიკური ანალიტიკოსის პოზიციაზე

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:30 – 18:00 სთძირითადი ფუნქციები: ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების მონიტორინგი და აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება;ფაქტ-მეტრის ანალიტიკური გუნდის კონსულტირება ცალკეული კვლევის ეკონომიკურ ასპექტებთან და მონაცემთა სტატისტიკურ დამუშავებასთან დაკავშირებით;ეკონომიკურ თემატიკაზე ფაქტ-მეტრისა და საგაზეთო ტიპის სტატიების მომზადება;კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო უწყებებთან საქმიანი კომუნიკაციის წარმოება, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, საჭიროების შემთხვევაში სატელეფონო ან პირისპირ ინტერვიუ;საპარლამენტო სესიების,... სრულად წაკითხვა

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს

გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ, სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს, სადაც იგი შედარებების გზით დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ კონტექსტში იხსენიებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს და ქალებს.ერთ-ერთ განცხადებაში მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს:   „საქართველო ხომ არ არის რუსეთი. მე ღრმად მწამს, რომ საქართველო არ არის რუსეთი. საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ და... სრულად წაკითხვა

სამოქალაქო პლატფორმაში “არა-ფობიას!” შემავალი ორგანიზაციების განცხადება აფრიკელ სტუდენტებზე თავდასხმის გამოძიების შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით 8 აპრილს აფრიკელი სტუდენტების მიმართ, სავარაუდო რასობრივი შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტს. ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად მიუკერძოებლად მიმდინარეობს გამოძიება, სამართალდამცავი ორგანოები რამდენად ისახავენ მიზანად საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, ხომ არა აქვს ადგილი იმის მცდელობას, რომ მოხდეს სამართლებრივი საკითხების არაფორმალური მოწესრიგება და დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების პასუხისმგებლობისაგან არიდება.  როგორც ცნობილია, 8 აპრილს, თბილისში,... სრულად წაკითხვა

სამოქალაქო პლატფორმაში „არა-ფობიას!“ შემავალი ორგანიზაციები ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა ლურსმანაშვილის ჰომოფობიურ განცხადებას

უაღრესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია ქართული ოცნების წარმომადგენლის, კობა ლურსმანაშვილის მიერ ჰოფომობიური განცხადების გაკეთება, რომელიც უფრო მეტად ამწვავებს ბოლო დროს გაძლიერებულ აგრესიასა და აღვივებს სიძულვილს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მიმართ.საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა:  “მაგრამ, როგორც მოქალაქე,  მე ვითხოვ, კატეგორიულად იყოს დაცული საზოგადოების ინტერესები, იმ საზოგადოების, რომლის ინტერესებიც ხშირად ხდება სხვების მიერ ფეხქვეშ გათელილი... სრულად წაკითხვა

12345...10...