არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ასევე ევროკავშირის, ევროსაბჭოს და ეუთოს შესაბამისი ინსტიტუტების ხელმძღვანელებს

  არასამთავრობო ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სახელით, რათა გამოვხატოთ განსაკუთრებული შეშფოთება უკანასკნელ პერიოდში მედიის თავისუფლების კუთხით განვითარებული საგანგაშო მოვლენებისა და დამოუკიდებელ კომერციულ სატელევიზიო არხ რუსთავი 2-ზე ხელისუფლების მხრიდან განუწყვეტელი შეტევებისა და ზეწოლის გამო. 2015 წლის 5 აგვისტოს და 2015 წლის 1 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა დადგენილება, რომლითაც დააყადაღა ... სრულად წაკითხვა

განცხადება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

  ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მკაცრად უარყოფითად ვაფასებთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ბოლო პერიოდში პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და მოსამართლეების და მათი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე სახელმწიფო ორგანოთა არასათანადო რეაგირებას, რაც შესაძლებელია აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა. მიგვაჩნია რა, რომ ასეთი დამოკიდებულება შეიცავს მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეშლის მნიშვნელოვან საფრთხეს,  ერთი მხრივ, მოვუწოდებთ მაღალი... სრულად წაკითხვა

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

17 სექტემბერი 2015 2015 წლის 16 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება გიორგი უგულავას სარჩელზე. განცხადებაზე ხელმომწერ ორგანიზაციებს მიზაშეწონილად მიაჩნიათ გამოეხმაურონ აღნიშნული საქმის ირგვლივ უკანასკნელი დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს. ბოლო ორი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია, გიორგი უგულავას სარჩელის სასამართლოში განხილვისას მოსამართლე მერაბ ტურავას პროცესში ჩართულობისა და მონაწილეობის შესახებ. 2015 წლის 15 სექტემბერს საქართველოს... სრულად წაკითხვა

Joint Statement of Non-governmental Organizations to the Government of Georgia

On the 10th of July 2015, near the village of Orchosani and the territory of Tsitelubani-Khurvaleti, Russian occupation forces shifted the border of South Ossetia by several hundred meters into Georgian-controlled territory, giving an alarm to Georgia’s security. This action is a logical sequence of Russia’s annexation policy, in which framework the so-called Integration and... სრულად წაკითხვა

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მიმართვა მთავრობას

2015 წლის 11 ივლისს გორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან და წითელუბანი-ხურვალეთის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწია საოკუპაციო ხაზი, რაც ძალზედ საგანგაშო სიგნალს წარმოადგენს საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ეს ქმედება არის რუსეთის მიერ უკანასკნელ პერიოდში წარმოებული ანექსიური პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელება, რომლის ფარგლებში სულ მცირე ხნის წინ გაფორმდა ე.წ. ინტეგრაციის და პარტნიორობის ხელშეკრულებები. შესაბამისად, ნათელია, რომ მოსკოვის მხრიდან... სრულად წაკითხვა

...7891011