10 შენიშვნა საპენსიო რეფორმაზე

მიმდინარე დღეებში საქართველოს პარლამენტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტს იხილავს, რომლის თანახმად, 2018 წლის პირველი ივლისიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. 40 წლამდე დაქირავებით დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულო იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელფასის 2% საპენსიო შენატანში უნდა მიმართონ. ამასთან, დამსაქმებელი ვალდებული იქნება დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დასაქმებულის ხელფასის 2%. გარდა ამისა,... სრულად წაკითხვა

ევროატლანტიკური კოალიცია ცხინვალის იზოლატორში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის საეჭვო გარემოებაში გარდაცვალების გამო. მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რეჟიმის არაჰუმანურ ქმედებას და გარდაცვლილის ოჯახისთვის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურებას. საგანგაშოა, რომ კვლავ პატიმრობაში რჩება არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე.არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დააკავეს აბსურდული და გამოგონილი ბრალდებით.... სრულად წაკითხვა

აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მედია საქართველოს პარლამენტსა და მთავარ პროკურორს მიმართავენ

აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის საქართველოს ტერიტორიიდან გატაცების საქმეზე გამოძიების დაწყებიდან თითქმის 9 თვე გავიდა, თუმცა, ამ დრომდე საქმეზე  მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია. არ გაქარწყლებულა ეჭვები ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობასა და ზოგადად, აზერბაიჯანელი დისიდენტების საქმეებში საქართველოს მთავრობის მიერ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ გამოვლენილი პოლიტიკური ლოიალობის თაობაზე.... სრულად წაკითხვა

ახალი კამპანია საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებისათვის და კრიზისის დაძლევის 6-პუნქტიანი გეგმა

გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საზოგადოებრივი მაუწყებელში არსებული ღრმა ინსტიტუციური კრიზისის გამო.  მაუწყებლის მიმართ  საზოგადოების ნდობა კრიტიკულად დაბალ დონეზეა მაშინ, როცა მოქალაქეები ყოველწლიურად სულ უფრო მზარდ თანხას იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის დაფინანსებაში. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს, ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ როლსა და წარმოადგენს ვიწრო პარტიული ინტერესების გამტარებელ მედია ორგანიზაციას.   ვაცნობიერებთ რა, საზოგადოებრივი მაუწყებლის როლისა და ფუნქციის... სრულად წაკითხვა

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, არ დაძლიოს ვეტო

ხელმომწერი ორგანიზაციები მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებელისთვის გაუმჭვირვალე შესყიდვების პროცედურებს, კომერციული რეკლამისა თუ სპონსორობის განთავსების დროის გაზრდას და სხვა პრობლემატურ საკითხებს. წარმოდგენილი კანონი მნიშვნელოვნად ზრდის საზოგადოებრივ მაუწყებელში გაუმჭვირვალობისა და კორუფციის რისკებს.  ასევე, დააზარალებს კერძო მაუწყებელებს და ზოგადად ქართულ მედიაგარემოს. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს,... სრულად წაკითხვა

12345...10...