„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ განცხადება საქართველოს მთავრობის მიერ გაზპრომთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ ეხმაურება 2017 წლის 11 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, დათანხმდეს გაზპრომის პირობებს და ტრანზიტით გატარებული ბუნებრივი აირის საფასური მიიღოს ფულადი და არა აირის სახით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.  მიგვაჩნია, რომ ახალი პირობები აუარესებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, ხოლო ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამაკმაყოფილებელი არ არის.შევახსენებთ საზოგადოებას, რომ... სრულად წაკითხვა

„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ნდობის ჯგუფის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით

ამჟამად საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტი თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის ნდობის ჯგუფის ფორმირების საკითხს წყვეტს. ნდობის ჯგუფი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურაა, რომლის უშუალო ფუნქციაც თავდაცვის და სამართალდამცავი ორგანოების საიდუმლო საქმიანობისა და ხარჯების კონტროლია; მის წინაშე ანგარიშვალდებულია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური; მას აქვს წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს შეეხება. აქედან გამომდინარე,  ნდობის ჯგუფის წარმატებული მუშაობისათვის აუცილებელია... სრულად წაკითხვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება თბილისში განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით

ჩვენ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ 2016 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს. საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, გივი თარგამაძის ავტომანქანა სამშაბათს საღამოს ორბელიანის მოედანთან  ააფეთქეს. გივი თარგამაძისა და მისი მძღოლის გარდა სამწუხაროდ დაშავებულთა შორის არის ხუთი ადამიანი, რომელთაგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. აღნიშნული ქმედება მიმართულია არა მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის ან პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, არამედ... სრულად წაკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ეგზიტპოლების ჩატარების გეგმა მაუწყებლის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სამ კერძო ტელეკომპანიასთან – “იმედთან” “GDS”-თან და “მაესტროსთან” ერთად არჩევნების დღეს  ეგზიტპოლს ჩაატარებს. გადაწყვეტილება მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 7 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო. მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტს კიდევ ერთხელ გადახედონ მიღებულ გადაწყვეტილებას და თავი შეიკავონ ისეთი პროექტების განხორციელებისგან, რომლებიც მაუწყებლის მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ დააყენებს. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი და სამეთვალყურეო... სრულად წაკითხვა

პლატფორმა „არა ფობიას“ განცხადება ადამიანის უფლებათა საკითხებზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ ჩვენს მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებათა საკითხებზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.     საქართველოს კონსტიტუცია (მე-7 მუხლი), როგორც საზოგადოებრივი შეთანხმება, ადგენს სახელმწიფოსა და ხალხის ადამიანის უფლებებით შეზღუდვის კონსტიტუციურ პრინციპს. სახელმწიფო ერთი მხრივ ცნობს და მეორე მხრივ ვალდებულია დაიცვას ადამიანის... სრულად წაკითხვა

...23456...