განცხადება კონსტიტუციაში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით

 მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის[1], რელიგიური გაერთიანებების[2], არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური ინსტიტუტებისა და იურისტების პოზიცია[3] და კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით მიღებისას, არ დაუშვას რელიგიის თავისუფლების გაუმართლებებლი საფუძვლებით შეზღუდვა.2017 წლის  საგაზაფხულო სესიაზე, მეორე მოსმენისას, პარლამენტმა კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში რელიგიის თავისუფლების დაცულ სფეროში ჩარევის საფუძვლებს დაამატა ისეთი არაგანჭვრეტადი კრიტერიუმები, როგორებიცაა “სახელმწიფო უსაფრთხობა”, “დანაშაულის თავიდან აცილება” და... სრულად წაკითხვა

ღია წერილი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს

პატივცემულო ვიცე პრეზიდენტო, ბატონო პენს, ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერთ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გვსურს, მოგმართოთ საქართველოში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის წინ, რათა გამოვკვეთოთ ის ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც ჩვენ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და სახელმწიფო მართვის საკითხში და ასევე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. პირველ რიგში გვსურს მადლიერება გამოვცხატოთ ამერიკის შეერთებული შტატებისადმი მისი მუდმივი თანადგომისათვის. აშშ-ის მხარდაჭერა... სრულად წაკითხვა

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურებიან

2017 წლის 23 ივლისს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს სასტუმროს გახსნაზე, სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობაზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა.“ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ეკლესია ისეა გადაწნული ერთმანეთში, როგორც წმინდა ნინოს ჯვარი იყო შეკრული წმინდა ნინოს ნაწნავით. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია არის დამოუკიდებელი, საქართველოში სეკულარიზმი თავისი... სრულად წაკითხვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება სოფელ ბერშუეთში ე.წ სასაზღვრო ბანერის აღმართვასთან დაკავშირებით

2017 წლის 4 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ სასაზღვრო ბანერი აღმართეს. მოსკოვის მხრიდან გრძელდება საქართველოს ტერიტორიების მიტაცება და მშვიდობიან მოსახლეობაში შიშის დანერგვა. ამასთან, სახეზე გვაქვს რუსეთის მიერ უკანასკნელ პერიოდში წარმოებული ანექსიური პოლიტიკის გაგრძელება.აღნიშნული ვითარება წარმოადგენს უაღრესად სერიოზულ გამოწვევას ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველო-რუსეთის შორის კონფლიქტის მშვიდობიანი... სრულად წაკითხვა

არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს დემოკრატიული განვითარება საფრთხეშია

გიგზავნით ამ წერილს, რათა შეგატყობინოთ საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის მეტად საზიანო ქმედებების შესახებ, რომლებსაც აუცილებლად უარყოფითი ზეგავლენა ექნება ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე და რაც, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაციის საშიშ მცდელობას წარმოადგენს.კერძოდ, ჩვენ ვგულისხმობთ საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან დაკავშირებულ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.როგორც მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო რეფორმა გასული წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც მმართველმა... სრულად წაკითხვა

...34567...10...