GRASS-ის გუნდი

 

პაატა გაფრინდაშვილიGRASS-ის დირექტორი

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დირექტორად მუშაობს 2016 წლის აგვისტოდან. საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი 1994 წელს მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწავლა გააგრძელა გერმანიაში, ჯორჯ მარშალის ევროპულ ცენტრში უსაფრთხოების განხრით (2000 წელს) და გაერთიანებულ სამეფოში, თავდაცვის სწავლების სამეფო კოლეჯში. 2009-2013 წლებში ის იყო საქართველოს ელჩი ავსტრიაში, ასევე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ავსტრიაში. მისი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში, იგი მონაწილეობდა უამრავ საერთაშორისო მოლაპარაკებაში.

გიორგი გოგუაძე – GRASS-ის დირექტორის მოადგილე

ის აირჩიეს საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის პრეზიდენტად 2014 წელს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2015 წელს, მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარიხსი. 2014 წელს გაცვლითი პროგრამით სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებს, ვარშავის უნივერსიტეტში. 2016 წელს ის გახდა TRAC-ის (ტერორიზმის კვლევისა და ანალიზის კონსორციუმი) პარტნიორი მკვლევარი. გიორგი გოგუაძე არის, ასევე, უსაფრთხოებისა და განვითარების ქართული ცენტრის თანამშრომელი. ამჟამად სწავლობს დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

დენოლა ჩხარტიშვილი – პროექტის მენეჯერი

მუშაობს ადამიანის უფლებების პროექტის მენეჯერად GRASS-ში. ის მუშაობდა პროექტის პარტნიორად EMCI-ში. დენოლა ჩხარტიშვილს აქვს უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის, ასევე, მუშაობდა საპარლამენტო კომიტეტში უფროს სპეციალისტად, კონფლიქტების მოგვარებისა და უცხოური პოლიტიკის საკითხებზე. ამჟამად, არის დოქტორანტურის სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი კვლევის თემაა მედია და უმცირესობები საქართველოში. დენოლა ჩხარტიშვილი ესწრებოდა კურსებს ევრო ინტეგრაციაზე, ევროკავშირის ინსტიტუტებსა და კრიზისის მენეჯმენტზე. 2007 წელს მუშაობდა ევროპული უსაფრთხოების სწავლების ცენტრში (ჰოლანდია) და ტრანსნისტრიის კონფლიქტზე იყო ფოკუსირებული.

თეა ვახანია – ფინანსური მენეჯერი

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ფინანსურ მენეჯერად მუშაობს 2013 წლის აპრილიდან. მას ფინანსურ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ეკავა სხვადასხვა პოზიცია დევნილთა და განსახლების სამინისტროში – იყო ფინანსური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ასევე საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების მთავარი სპეციალისტი. მუშაობდა ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში. ასევე, იყო ფინანსური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გამოთვლის, კონტროლისა და ანალიზის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში. ესწრებოდა უამრავ ტრენინგსა და სემინარს ფინანსური მართვის საკითხებზე.