ევროკავშირის შესახებ სემინარი ქ. გორში

4 მაისს GRASS-ის პროექტის “ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება საბაზისო დონეზე საქართველოში” ბოლო გასვლითი სემინარი ჩატარდა გორში. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, სტუდენტები, მასწავლებლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა. მონაწილეების განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს ევროკავშირში უფრო მეტი ინტეგრაციისა და გაწევრიანების ირგვლივ არსებულმა საკითხებმა გამოიწვია.გორში ჩატარებული სემინარით... სრულად წაკითხვა

ლექცია ევროკავშირის შესახებ ახალციხეში

GRASS-ის პროექტის “საქართველოში რეგიონული უნივერსიტეტებისთვის ევროკავშირის სასწავლო მოდულის შექმნა” ფარგლებში ვაგრძელებთ ლექციების ჩატარებას ევროკავშირის შესახებ. 19 აპრილს სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში გაიმართა ლექცია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და კონკრეტულად, უვიზო მიმოსვლის შესახებ. ლექციას წარუძღვა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.პროექტი ხორციელდება  ერაზმუს + პროგრამის თანადაფინანსებით. http://grass.org.ge/project/saqarthveloshi-regionuli-universitetebisathvis-evrokavshiris-sastsavlo-modulis-da-evrokavshiris-shesakheb-masobrivi-ghia-onlain-kursis-mooc-sheqmna/ 

კვლევის „გაზომვადი პროპაგანდა: როგორ აადვილებენ ჩვენი სისუსტეები რუსულ გავლენას“ პრეზენტაცია

17 აპრილს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) კვლევის „გაზომვადი პროპაგანდა: როგორ აადვილებენ ჩვენი სისუსტეები რუსულ გავლენას“ პრეზენტაცია.კვლევა შემუშავდა რუმინული ორგანიზაციის GlobalFocus Center-ის ინიციატივით, რომელშიც მიმოხილულია საქართველოს, რუმინეთის, ბულგარეთისა და მოლდოვას სტრუქტურული სისუსტეები/გამოწვევები, რომლებმაც შესაძლოა ნაყოფიერი ნიადაგი შეუქმნას რუსეთისა თუ სხვა არალიბერალური აქტორის მხრიდან ჩარევას.პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო როგორც თვისებრივი კვლევის შედეგად... სრულად წაკითხვა

ლექცია სამხცე-ჯავახეთში ევროკავშირის ისტორიის შესახებ

GRASS-ის პროექტის “საქართველოში რეგიონული უნივერსიტეტებისთვის ევროკავშირის სასწავლო მოდულის შექმნა” ფარგლებში 12 აპრილს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ლექცია ევროკავშირის ისტორიის შესახებ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სასწავლო კურსის ჩატარება საქართველოს შემდეგ რეგიონებში: კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, შიდა ქართლი.პროექტი ხორციელდება  ერაზმუს + პროგრამის თანადაფინანსებით. http://grass.org.ge/project/saqarthveloshi-regionuli-universitetebisathvis-evrokavshiris-sastsavlo-modulis-da-evrokavshiris-shesakheb-masobrivi-ghia-onlain-kursis-mooc-sheqmna/

რეგიონული სემინარი მარნეულში

5 აპრილს პროექტის „ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობის დონეზე“ ფარგლებში გაიმართა რეგიონული სემინარი მარნეულში.ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიის წარმომადგენლებთან და მასწავლებლებთან ერთად ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ასოცირების შეთანხმებასა და ევროპულ ფასეულობებზე.