,,ევროპული პოლიტიკის კოორდინაციის გაუმჯობესება საქართველოში ვიშეგრადის ქვეყნების პრაქტიკაზე დაყრდნობით’’

10 ივლისს, 19:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) მართავს პუბლიკაციის პრეზენტაციას თემაზე ,,ევროპული პოლიტიკის კოორდინაციის გაუმჯობესება საქართველოში ვიშეგრადის ქვეყნების პრაქტიკაზე დაყრდნობით’’. კვლევა ჩატარებულია უნგრელი, პოლონელი, ჩეხი, სლოვაკი და ქართველი ექპსპერტების მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.✔პუბლიკაცია მიმოიხილავს ვიშეგრადის ქვეყნების ევროპული პოლიტიკის კოორდინაციის ინსტიტუციურ მოწყობას, საჯარო კომუნიკაციის სტრატეგიასა და პოლიტიკურად და ეკონომიკურად სენსიტიურ საკითხებს... სრულად წაკითხვა

ელენე ხოშტარიას ვარაუდით, საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწევს

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) თანადამფუძნებლის ელენე ხოშტარიას ვარაუდით, საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწევს , რასაც, მოკლევადიან პერსპექტივაში, ნეგატიური მხარე ევროკავშირისთვისაც ექნება.ელენე ხოშტარიას აზრით, საბერძნეთს დღესდღეობით უპასუხისმგებლო და პოპულისტი ხელმძღვანელობა ჰყავს და თუ მყისიერად არ შეიცვალა მათი დამოკიდებულება ან თავად ხელისუფლება, რესურსი, რომ ქვეყანამ სწორი ნაბიჯები გადადგას როგორც თავისი, ისე ევროკავშირის განვითარებისთვის, პრაქტიკულად აღარ არსებობს. ამასთან, ხოშტარია... სრულად წაკითხვა

ტრენინგ-კურსი ჟურნალისტებისთვის თემაზე : “კონფლიქტი აფხაზეთში”.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) ოფისში 4 ივლისს ჩატარდა ტრენინგ-კურსი ჟურნალისტებისთვის თემაზე : “კონფლიქტი აფხაზეთში”: მომხსენებლებმა ყურადღება სხვადასხვა მიმართულებით გაამახვილეს, მათ შორის ნდობის აღდგენისა და საერთაშორისო ასპარეზზე მეტი გააქტიურების კუთხით.იხილეთ მომხსენებელთა და განხილულ საკითხთა ჩამონათვალი : ➤ელენე ხოშტარიასაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ევროინტეგრაციის კონტექსტში ➤ალინა ბელსკაია (საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ანალიტიკური ანგარიშგების მოქმედი უფროსი)ევროკავშირი სადამკვირვებლო მისია და მისი მოქმედება... სრულად წაკითხვა

ტრენინგ-კურსი: “მოლაპარაკებების უნარ-ჩვევები”

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია-GRASS“ გთავაზობთ ტრენინგ-კურსს: „მოლაპარაკებების უნარ-ჩვევები“.ტრენინგ-კურსი მოლაპარაკებებში განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისათვის, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს ურთიერთობს ადგილობრივ ან უცხოელ პარტნიორებთან, კლიენტებთან, აწარმოებს მოლაპარაკებებს საჯარო ინსტიტუტებისა თუ კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან. ტრენინგ-კურსი დიდ შესაძლებლობას აძლევს იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ, რომ შეისწავლონ მოლაპარაკებების ხელოვნების სტრუქტურა და მისი სხვადასხვა ასპექტი. კურსი ეფუძნება მოლაპარაკებების ჰარვარდის მოდელს (Roger Fisher, “Getting to... სრულად წაკითხვა

ტრენინგ-კურსი: ” კონფლიქტი აფხაზეთში “

საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) ოფისში 20 ივნისს ჩატარდა ტრენინგ-კურსი “კონფლიქტი აფხაზეთში”:ტრენინგი სამ დღიანია და მოიცავს შემდეგ მოდულებს. 1) აფხაზეთის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების აღწერას მეოცე საუკუნიდან დღემდე (1990 წლების კონფლქიტის, 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის და ამჟამად მიმდინარე ანექსიური პროცესების ჩათვლით). 2) აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, მათ შორის: საოკუპაციო ძალების, სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების, ადგილობრივი პოლიტიკური... სრულად წაკითხვა

...10...1819202122...3040...