“რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით გვაქვს პოლიტიკური მართლმსაჯულება

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით Human Rights Watch-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას, ქართველი ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები ამბობენ, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელისუფლების მიმართ კრიტიკა ყოველდღიურად იზრდება.მათი თქმით, პროცესი შეუქცევადია და საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე ღიად მიუთითებენ იმ დარღვევებსა და კითხვებზე, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეზე სამართალწარმოებისას წარმოიშვა.„ცხადია, რომ აქ ბევრი კითხვა... სრულად წაკითხვა

დისკუსია ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით

„საქართველოს რეფორმების ასოციაციაში“ ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ განათლების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

დისკუსია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე

13 თებერვალს, საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსია გაიმართა. შეხვედრას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, მაია ბითაძე უძღვებოდა. დისკუსია ორგანიზებულია საქართველოს რეფორმების ასოციაციისა და ლევან მიქელაძის ფონდის მიერ. 

ტრენინგ-კურსი ჟურნალისტებისთვის, ევროკავშირის შესახებ, დასრულდა

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) ახორციელებს პროექტს საქართველოში ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით („Promote Knowledge and Awareness of the EU at Grassroots Level in Georgia“), ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში, ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა ინტენსიური ტრენინგ-კურსი ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის. ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორებიცაა: ევროკავშირის ისტორია, ევროკავშირის ინსტიტუტები, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ევროკავშირში, ევროპული ღირებულებები და მითები, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა... სრულად წაკითხვა

ევროინტეგრაციის საკითხებზე GRASS-ი ახალ პროექტს იწყებს

2017 წლიდან, “საქართველოს რეფორმების ასოციაცია” Open Society Georgia Foundation-ის ფინანსური მხარდაჭერით იწყებს პროექტს – “დებატებისა და დისკუსიის დაწყება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე”.პროექტის მიზანია, სამოქალაქო და სახელმწიფო სექტორის ჩართულობით, დაიწყოს დებატები და დისკუსია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით.პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პოლიტიკის დოკუმენტებისა და რეკომენდაციების შემუშავება, ასევე სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრების გამართვა.მადლობას ვუხდით ფონდს, პროექტისა და იდეის... სრულად წაკითხვა

...23456...102030...