logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

შეხვედრა ევროკავშირის შესახებ ბათუმში

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2016/06/kaxa.jpg
27 ივნისი, 2016
 0

2016 წლის 24 ივნისს, საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) ქალაქ ზუგდიდში ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი გამართა საჯარო შეხვედრა ევროკავშირის შესახებ.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობის დონეზე“ ფარგლებში.

შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:

➣ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები;
➣ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი (თავისუფალი გადაადგილება საქართველოსა და ევროკავშირს შორის) და სხვა მნიშვნელოვანი თემები.

შეხვედრას გაუძღვნენ :
➣"საქართველოს რეფორმების ასოციაცის" დამფუძნებელი სერგი კაპანაძე;
➣"საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის" ევროკავშირის მიმართულების ხელმძღვანელი- კახა გოგოლაშვილი

შეხვედრა განხორციელდა ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით, ერასმუს+ -ის ჟან მონეს აქტივობების ფარგლებში და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ თანამშრომლობით.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში ჩატარდა.

მიმდინარე წელს პროექტის ფარგლებში მსგავსი შინაარსისა და ფორმატის შეხვედრა დაგეგმილია ქალაქ ბათუმში.

იხილეთ პროექტის ვებ-გვერდი. http://grass.org.ge/jeanmonnetproject