logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

შეხვედრა თელავის უნივერსიტეტში ევროკავშირის შესახებ

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2017/03/1.jpg
18 მარტი, 2017
 0

17 მარტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს რეფორმების ასოციაციამ- GRASS - Georgia's Reforms Associates- ევროკავშირის შესახებ საჯარო შეხვედრა გამართა.
სტუმრებმა ევროკავშირის ისტორიის, ევროკავშირის ინსტიტუტების, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ ისაუბრეს.


ღონისძიება, რომელსაც თესაუ-ს სტუდენტები და რექტორის მოადგილე, ალექსანდრე მოსიაშვილი, დაესწრნენ, პროექტის- „ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობის დონეზე“ -ფარგლებში, ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.


შეხვედრას საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სერგი კაპანაძე, თსუ-ს ლექტორი და კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, ეკა აკობია და ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი რონდელის ფონდში (GFSIS), კახა გოგოლაშვილი უძღვებოდნენ.


პროექტი, ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით, ერასმუს+ -ის ჟან მონეს აქტივობების ფარგლებში და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ თანამშრომლობით, ხორციელდება.