logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

საერთაშორისო კოალიციაში აქტიური ჩართვა ჩვენივე ინტერესებში შედის

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2015/02/elene-khoshtaria1.jpg
17 აპრილი, 2015
 0

საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელის, ელენე ხოშტარიას, თქმით, პანკისის ხეობის საკითხის პოლიტიზირება დაუშვებელია. ამის შესახებ ხოშტარიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განაცხადა.

ხოშტარიამ მიმდინარე მოვლენების მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებაც მიმოიხილა. მისი თქმით, საქართველოში ტერორიზმი აღიქმებოდა დასავლეთის პრობლემად, რომელიც ჩვენ არ გვეხება. ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ახლა მოსახლეობის აღქმა ფუნდამენტურად არის შეცვლილი იმ მიზეზით, რომ ისლამური სახელმწიფო, თავისი მისწრაფებებით, ჩვენთვისაც აშკარა საფრთხეს წარმოადგენს.

"პირველ რიგში აბსოლუტურად გამორიცხულია ამ თემის პოლიტიზირება და ისევ გადატანა იმ ჭრილში, რომ ნაციონალები აჟიტირებენ ან იგონებენ და არაფერი ისეთი არ ხდება. ყოველ შემთხვევაში აი, იმ რიტორიკაში, რაც ჩვენ სულ გვესმის ყველა თემის გარშემო, მათ შორის სამწუხაროდ, უკრაინის გარშემოც - ჩვენ მოვახერხეთ და მოვახდინეთ ამ თემის პოლიტიზირებაც. ეს უნდა გამოვრიცხოთ.

ტერორიზმის პრობლემა ჩვენთან ყოველთვის აღიქმებოდა, როგორც ამერიკის ან დასავლეთის პრობლემა, რომელიც ჩვენ არ გვეხება. საბედნიეროდ, ჩვენ არ ვყოფილვართ ტერორისტული აქტის მსხვერპლი და ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს და ეს ძალიან კარგია. აქამდე სულ იყო აღქმა , რომ გაუგებარია რატომ ვართ ავღანეთში, კითხვები ისმებოდა და იყო აღქმა, რომ ეს არის დასავლეთის საქმე და ჩვენ არ გვეხებოდ.

ამჯერად ფუნდამენტურად შეცვლილია სიტუაცია, იმიტომ, რომ ისლამური სახელმწიფო, იმის მიუხედავად, აშშ არსებობს თუ არ არსებობს, ამბობს, რომ მსოფლიოში, მათ შორის იმ ტეროტორიაზე, სადაც ჩვენ ვარსებობთ, უნდა იყოს ხალიფატი და ჩვენ არსებობის უფლებას გვიკრძალავს", - განაცხადა ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, საქართველოს უსაფრთხოება სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა ეს დღეს საქართველოს საგარეო თუ უსაფრთხოების არქიტექტურაში ასახული არ არის. ხოშტარია მნიშვნელოვნად თვლის სამინისტროების ერთობლივ მუშაობას ამ პრობლემის გააზრებაში და ხედვის ჩამოყალიბებაში.

"ეს არის პირდაპირ ჩვენი უსაფრთხოების ახალი გამოწვევა, რომელიც არ არის ასახული დღეს საქართველოს საგარეო თუ უსაფრთხოების არქიტექტურაში, იმ სტრუქტურაში, რომელიც ჩვენ გვაქვს, იმ ხედვაში, რომელიც არსებობს და ეს ხედვა ვერ იქნება ცალკე შინაგან საქმეთა სამინისტროსი ან ცალკე თავდაცვის სამინისტროსი ან ცალკე საგარეო საქმეთა სამინისტროსი, ამ პრობლემის მათი შეთანხმებული გააზრება და ხედვის ჩამოყალიბება არის ძაან მნიშვნელოვანი. პანკისის პრობლემის აღქმაც უნდა იყოს ამ ჭრილში რომ ეს არის ამ დიდი გლობალური პრობლემის ნაწილი", - განაცხადა ხოშტარია,.

ხოშტარიამ სოციალურ-ეკონომიკური საკითხების ინტეგრირებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ჩაცხრეს ის პრობლემა, რაც დღეს პანკისში არის. ხოშტარიამ ხაზი გაუსვა საერთაშორისო კოალიციაში აქტიური ჩართვის მნიშვნელობას. მისი თქმით, ამ მხრივ აქტიურობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ თავი ავარიდოთ რუსეთის შესაძლო ბრალდებებს, იმის შესახებ, რომ საქართველოში ტერორიზმი ყვავის.

"სოციალურ-ეკონომიკური საკითხების ინტეგრირება ძალიან მნიშვნელოვანია ძაან დასაფიქრებელია რამდენად განპირობებულია სოციალურ-ეკონომიკური მიზეზებით თუმცა მნიშვნელოვანია ის რომ სახელმწიფო ფუნდამენტურად, ხარისხობრივად ვერ შეცვლის იმ სოციალირ-ეკონომიკურ პირობებს რაც ჩვენ გვაქვს მოკლევადიან პერსპექტივაში ამიტომ ამ მოცემულობაში სამართალდამცავების, უშიშროების მუშაობის მეშვეობით, მნიშვნელოვანია რომ ჩაცხრეს ის მწვავე ეტაპი ამ პრობლემის რაც არის დღეს პანკისში.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს რეგიონალური განზომილება, იგივე რუსეთისთვის პანკისში რაღაც მოძრაობა შეიძლება გამოსაყენებელი საფუძველი იყოს და ამის პრეცენდენტი გვაქვს ისტორიაში, და ამის წამალი არის საერთაშორისო კოალიციაში აქტიური ჩართვა დღეს ჩვენ ფორმალურად კოალიციაში ვართ თუმცა ჰუმანიტარულ ქმედებებსაც არ ვახორციელებთ, იმიტომ, რომ კოალიციაში მონაწილეობის საკმაოდ დაბალი თამასაა.

გავწვრთნათ თუ არა სირიელები, იყოს თუ არა ჩვენი მონაწილეობა ჰუმანიტარული, იყოს იარაღის, კონტიგენტის მიწოდება თუ რა ტიპის მონაწილეობა იყოს კოალიციაში - ამას უნდა ძალიან ფრთხილი აწონვა, იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი საკითხი, სადაც შენ იტყვი, რომ მაინცდამაინც აუცილებლად აქ ბაზა უნდა გაიხსნას.

ფაქტია, რომ არ შეიძლება რომ კოალიციაში თავისი ქმედებებით არ იკითხებოდეს საქართელო, იმიტომ რომ როგორც კოალიციის წევრებთან ერთად უნდა იყოს გაზიარება თუ როგორ ხდება შიგნით ამ გადინების პრობლემის მოგვარება, აგრეთვე ჩვენ უნდ ავიყოთ აქტიურები იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ ერთი არ დაგვბრალდეს რუსეთის მხრიდან ჩვენთან ტერორიზმი ყვავის და მეორე, თუნდაც მივიღოთ ის შესაძლო დახმარება რაც კოალიციის ფარგლებში შეიძლება ქვეყანამ მიიღოს. ყოველ შემთხვევაში გავხდეთ ამ ოჯახის წევრი რომელიც იბრძვის ამ ცივილიზაციურ ომში", - განაცხადა ხოშტარიამ.

წყარო: http://www.tabula.ge/ge/story/95213-xoshtaria-saertashoriso-koaliciashi-aqtiuri-chartva-chvenive-interesebshi-shedis