logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ანტი ანექსიური გეგმის ჩამოყალიბებაში აშშ-ის როლი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია - პაატა გაფრინდაშვილი

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2016/02/paata.jpg
01 აგვისტო, 2017
 0

"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი ამერიკის ვიცე პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს და "ღირსეული პარტნიორი 2017"-ის ფარგლებში, მიმდინარე წვრთნებს აფასებს.

მისი თქმით, ანტი ანექსიური გეგმის ჩამოყალიბებაში ამერიკის შეერთებული შტატების როლი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია.

“ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას და გაგრძელებას აქვს პრინციპული და ფუნდამენტური მნიშვნელობა საქართველოს უსაფრთხოებისათვის და საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების საბოლოო მიღწევისათვის. ამ ვიზიტის შედეგად ჩვენი სურვილი და მოლოდინი გვინდა ის იყოს, რომ მთლიანობაში ორმხრივი დახმარება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოში გაიზარდოს და არ შემცირდეს. ჩვენ რუსეთისგან გვაქვს მიმდინარე ოკუპაცია და გაზრდილი საფრთხე ანექსიისა. შესაბამისად, ჩვენ ქვეყნას, რომელსაც ძალიან სჭირდება ანტი ანექსიური გეგმის ჩამოყალიბება, აქაც ამერიკის შეერთებული შტატების როლი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იქნება,“ - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

http://rustavi2.ge/news/81651