logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

აფხაზეთის ინტეგრაციის პროცესი და ორმხრივი დიალოგით თავის მოტყუება - სერგი კაპანაძე

1471011841_c4e7a6a5c0da3a1bf1a79c54259ccefa.jpg
17 ოქტომბერი, 2014
 0
რუსეთ-აფხაზეთს შორის ერთობლივი არმიის შექმნასთან დაკავშირებით ექსპერტი სერგი კაპანაძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას განმარტებას აკეთებეს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის ინტეგრაციის პროცესის და სავსებით რეალურია, რომ ერთობლივ არმისთან დაკავშირებული ხელშეკრულება გაფორმდეს:

„რა თქმა უნდა რეალურია ეს ყოველივე და ძალიან მარტივი განსახორციელებელია. ალბათ გააკეთებენ და ამის გარდა, ჩვენდა სამწუხაროდ, სხვა ტიპის საინტეგრაციო პროექტებსაც განახორციელებენ. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ რაც არ უნდა თავი დავირწმუნოთ, ორმხრივი დიალოგით წარმატებებს ვაღწევთ, რუსეთი კვლავ საკუთარ პოზიციაზეა, საკუთარი ინტერესი აქვს და ახდენს აფხაზეთის ინტეგრაციას. ხელშეკრულებით ასევე იქმნება ვალდებულება, რომ მისი აღიარება მოხდეს სხვადასხვა ქვეყნების მიერ“, - განაცხადა „ნიუპოსთან“ საუბრისას სერგი კაპანაძემ.