logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დებატები ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2015/09/IMG_3837.jpg
13 სექტემბერი, 2015
 0

2015 წლის 13 სექტემბერს ახალქალაქში, საქართველოს რეფორმების ასოციაციის(GRASS) მიერ ორგანიზებული და საქართველოში ლიტვის საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში: „სიმულაციური დებატები ევროინტეგრაციის საკითხების შესახებ, უმცირესობების ახალგაზრდა წარმომადგენლების მონაწილეობით" - დასკვნითი ეტაპი გაიმართა, რომელიც ევროინტეგრაციის თემატიკაზე დებატებს გულისხმობდა.

სკოლის მოსწავლეებისაგან შემდგარი რამდენიმე გუნდი სხვადასხვა თემატიკის ირგვლივ ეჯიბრებოდა ერთმანეთს. დებატების 3 რაუნდისშემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომლის წევრებსაც საჩუქრად გადაეცათ პლანშეტები.

პროექტი მიზნად ისახავდა ადგილობრივი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და დებატების უნარ-ჩვევების განვითარებას.

ჩვენ მადლობას ვუხდით მონაწილეებსა და საქართველოში ლიტვის საელჩოს პროექტის მხარდაჭერისთვის!