logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დენთის სუნი საქართველოს სიახლოვეს - რა გავლენას მოახდენს თურქეთის ტერაქტი რეგიონზე

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2016/02/160313181853_ankara_blast_promo_640x360_ap_nocredit.jpg
18 თებერვალი, 2016
 0

მსოფლიო ტერორიზმის საფრთხის წინაშე - ცხელი წერტილები საქართველოსთან სიახლოვეს. რა გავლენას მოახდენს რეგიონში შექმნილი მძიმე ვითარება ჩვენს ქვეყანაზე "ნიუპოსტის" კითხვებს ექსპერტები პასუხობენ.

მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილები საქართველოსთან ძალიან ახლოსაა. „ნიუპოსტი“ დაინტერესდა რა გავლენას მოახდენს რეგიონში შექმნილი მძიმე ვითარება ჩვენს ქვეყანაზე და დარგის ექსპერტებს ესაუბრა.

- ტერორიზმი მსოფლიო საფრთხეა, ბოლო პერიოდში კი მასშტაბური ტერორისტული აქტები ჩვენს მეზობელ და ძირითად პარტნიორ ქვეყანაში ხორციელდება, რა საფრთხის ქვეშაა საქართველო და რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს პრევენციისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ექსპერტი გიორგი გოგუაძე:ტერორიზმი თანამედროვე სამყაროსათვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ და გამოწვევად რჩება. ის არ წარმოადგენს მხოლოდ ცალკეული სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფისთვის პრობლემას, არამედ მისი მასშტაბები გლობალურია. ახლო აღმოსავლეთში ბოლო პერიოდში არსებულმა დესტაბილიზაციამ და ისლამური სახელმწიფოს გაძლიერებამ შეცვალა უსაფრთხოების გარემო რეგიონში. მათ შორის საქართველოსთვის. ჩვენი სახელმწიფო რამდენიმე პრობლემის წინაშე დგას, (1) ჩვენი მოქალაქეების ყოფნა ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში, (2) რეგიონული დესტაბილიზაცია, რაც გულისხმობს თურქეთის სრულმასშტაბიან ჩართვას კონფლიქტში, რაც სხვადასხვა კუთხით (მაგ. ეკომონიკური) მიხედვით ჩვენზეც ჰპოვებს ასახვას.

- რას მოიტანს თურქეთის მიერ სირიაში სახმელეთო ოპერაციების დაწყება და რა გავლენებს მოახდენს მასშტაბური ოპერაციების დაწყება რეგიონზე და როგორ შეხვდებიან ამას რეგიონის ქვეყნები და რუსეთი?

- რთულია იმის პროგნოზირება თუ როგორ შეიცვლება ზოგადი სურათი თურქეთის სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ. საინტერესოა სწორად გავაანალიზოთ თუ რამდენად თანხვედრაშია ერთმანეთთან თურქეთის ეროვნული ინტერესები და დასავლური სახელმწიფოების ( იგივე კოალიციის) ინტერესები სირიის კონფლიქტთან მიმართებაში. რუსეთი ბუნებრივია რომ უარყოფითად შეაფასებს თურქეთის მსგავს ქმედებას, ამას თუ დავუმატებთ რუსეთ-თურქეთის ბოლოდროინდელ გართულებულ ურთიერთობებს მათი პოზიცია საკმაოდ ხისტი იქნება. თურქეთს ასევე არ უნდა ჰქონდეს იმედი სამხედრო ოპერაციის დაწყებისას მიიღოს გაეროს თანხმობა ( გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის ვეტოს უფლებას გამოიყენებს თუ ეს საკითხით დადგება).

- თურქული მედიის ინფორმაციით ანკარის ტერაქტი ქურთების პარტია „დემოკრატიული კავშირის“ PYD-ის წევრმა განახორციელა, იმ შემთხვევაში თუ თურქეთი ქურთების წინააღმდეგ დაიწყებს ოპერაციებს, როგორ შეხვდება ამას აშშ და ხომ არ გამოიწვევს ეს ნატოს ორი წევრი ქვეყნის ურთიერთობაში რაიმე დაძაბულობის შეტანას?

- თურქეთის პრეზიდენტმა აჰმეთ დავითოღლუმ განაცხადა, რომ ანკარაში განხორციეულებული ტერაქტის უკან სირიაში ბაზირებული ქურთული YPG(People's Protection Units) დგას. აშშ და თურქეთი მოკავშირე სახელმწიფოები არიან, თურქეთი NATO-ს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ (სამხედრო მიმართულებით) ქვეყანას წარმოადგენს. ორი ქვეყნის პარტნიორობა უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც მჭიდროდ გრძელდება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ გააჩნიათ განსხვავებული ხედვები და ინტერესები. ქურთების მოქმედებები სირიასა და ერაყში თანხვედრაში მოდის აშშ-სა და კოალიციის სტრატეგიასთან, შესაბამისად ისინი ბუნებრივ მოკავშირეებს წარმოადგენენ. რა თქმა უნდა ეს წარმოქმნის გარკვეულ უთანხმოებას აშშ-თურქეთს შორის.

http://www.newposts.ge/?l=G&id=100065