დღეს მოლაპარაკებების ტრენინგ-კურსის პირველი ეტაპი დასრულდა

27 მაისი, 2015

კურსი ეფუძნება მოლაპარაკებების ჰარვარდის მოდელს (Roger Fisher, “Getting to Yes” და William Ury, “Getting to No”). ტრენინგი გაჯერებული იქნება პრაქტიკული სამუშაოებით, რომელიც საშუალებას მისცემს მსმენელს მარტივად და პროდუქტიულად აითვისოს ის თეორიული ცოდნა, რომელსაც უშუალოდ კურსის დროს მიიღებს.

კურსის სტრუქტურა :
• მოლაპარაკებების ორი სახე: ვაჭრობა და ინტერესებზედაფუძნებული მოლაპარაკებები .
• მოლაპარაკებების ვაჭრობის მოდელი.
• მოლაპარაკებების ინტერესებზე დაფუძნებული მოდელი.
• მოლაპარაკებების სხვადასხვა სტილი (დასავლური,აღმოსავლური, რუსული, ქართული).
• ფსიქოლოგიური ასპექტები მოლაპარაკებების წარმოებისას.
• ტაქტიკის როლი მოლაპარაკებებში; სხვადასხვა ტაქტიკური მიდგომები; ტაქტიკური ილეთები და არსენალი;
• სტრატეგია მოლაპარაკებებში; მოლაპარაკებების დაგეგმვა და წარმართვა.

ტრენინგს ესწრება სადისტრიბუციო კომპანია “GDG HOLDING-ის” მენეჯერთა გუნდი