დისკუსია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე

14 თებერვალი, 2017

13 თებერვალს, საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსია გაიმართა. შეხვედრას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, მაია ბითაძე უძღვებოდა. დისკუსია ორგანიზებულია საქართველოს რეფორმების ასოციაციისა და ლევან მიქელაძის ფონდის მიერ.