logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დისკუსია საქართველოს ევროპის ენერგო თანამეგობრობაში გაწევრიანების თაობაზე

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2015/04/gr1.jpg
08 აპრილი, 2015
 0
2015 წლის 6 აპრილს, "საქართველოს რეფორმების ასოციაციამ" უმასპინძლა მრგვალი მაგიდის დისკუსიას საქართველოს ევროპის ენერგო თანამეგობრობაში გაწევრიანების თაობაზე.
დისკუსიაზე წარმოდგენილი იყო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. კვლევაში ასახული იყო საქართველოს ენერგო თანამეგობრობაში გაწევრიანებით გამოწვეული შედეგების ანალიზი საქართველოს ენერგო სექტორზე.
დისკუსიაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, სააქციო საზოგადოება "თელასის" წარმომადგენელი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, არასამთავრობო ორგანიზაციების წარომადგენლები, სააგრეო საქმეთა სამინისტრო.
დისკუსიის მსვლელობისას გამოიკვეთა ის გამოწვევები, რაც საქართველოს წინაშე დგას თანამეგობრობაში გაწევრიანების შემთხვევაში. ასევე გამოითქვა სურვილი ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან ჩატარდეს მრგვალი მაგიდის სახის დისკუსია ამავე საკითხზე, რაც დაეხმარება პრობლემის უფრო სიღრმისეულ შესწავლას.