logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ელენე ხოშტარია საბანკო ზედამხედველობაზე: აუცილებელია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2015/07/elene.jpg
29 ივლისი, 2015
 0

სამწუხაროდ, ეს არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ დამკვიდრებულ პრინციპებს. ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგს და იმ საერთაშორისო რჩევებს, რასაც ჩვენ ძალიან თამამად გვაძლევენ. რაც მთავარია, ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ამიტომ, ჩემი აზრით, აუცილებელია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა. მთელი არსი ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის არის ის, რომ ბანკი არ უნდა იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ კონიუნქტურაზე და რომელიმე პოლიტიკოსის ცალკეულ სურვილზე. ეს უნდა იყოს პროფესიონალიზმზე და ეკონომიკური მიზანშეწონილობით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები.

29 ივლისი, 2015 განაცხადა საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ პრეზიდენტის მრჩეველთან, გიორგი აბაშიშვილთან შეხვედრამდე