logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ეროვნული უმცირესობების არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება ადვოკატირებისა და მონიტორინგის უნარ-ჩვევებში

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2016/06/fact.jpg
08 ივნისი, 2016
 0

7 ივნისს, ქ. ბათუმში პროექტის „ეროვნული უმცირესობების არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება ადვოკატირებისა და მონიტორინგის უნარ-ჩვევებში“ ფარგლებში ადგილობრივი არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისათვის გაიმართა ტრენინგი ფაქტ-მეტრის მეთოდოლოგიაში. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო ფაქტ-მეტრის სტატიების შედგენის სპეციფიკას. ამასთან, მონაწილეები გაესაუბრნენ ფაქტ-მეტრის ექსპერტებს. გამოიკვეთა ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც სპეციფიკური და მნიშვნელოვანია კონკრეტულად აჭარის რეგიონისათვის და რა თემებზეც მონაწილეები მომავალში განაგრძობენ მუშაობას.

პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ეთნიკურ უმცირესობათა რეგიონული ორგანიზაციების შემდგომ გაძლიერებას ადვოკატირებისა და მონიტორინგის კუთხით. ასევე, ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისადმი ნდობის ხარისხის ამაღლებას და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.