logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ევროკავშირის შესახებ საჯარო შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2015/06/01.jpg
05 მარტი, 2016
 0

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „საქართველოს რეფორმების ასოცოაციამ“ ევროკავშირის თემაზე საჯარო შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციის საკითხს და ევროკავშირის ბაზრის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. საჯარო შეხვედრის ინიციატორებმა კონკრეტულად ისაუბრეს იმ შეთავაზებებზე, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს სთავაზობს. ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“ ქვეყანაში არსებულ იმ რუსულ პროპაგანდაზეც გაამახვილა, ყურადღება, რომელიც მათი თქმით, ბოლო პერიოდში საგრძნობლად გააქტიურდა. შეხვედრის განმავლობაში დამსწრეეს საშუალება მიეცათ იმ კითხვით მიემართათ ორგანიზატორებისთვის, რომელიც მათთვის აქტუალური და საინტერესო იყო. ევროკავშირის თემაზე ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ამ შეხვედრით „საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“ პირველი შეხვედრა სამეგრელოში უკვე გამართა. ევროკავშირის თემაზე საუბრები უკვე სხვა რეგიონებში გაგრძელდება.

[youtube_sc url="https://www.youtube.com/watch?v=7Zbb58UoX44"]