ევროკავშირის შესახებ სემინარი ქ. გორში

06 მაისი, 2018

4 მაისს GRASS-ის პროექტის “ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება საბაზისო დონეზე საქართველოში” ბოლო გასვლითი სემინარი ჩატარდა გორში. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, სტუდენტები, მასწავლებლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. 
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა. მონაწილეების განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს ევროკავშირში უფრო მეტი ინტეგრაციისა და გაწევრიანების ირგვლივ არსებულმა საკითხებმა გამოიწვია.

გორში ჩატარებული სემინარით დავასრულეთ 3 წლიანი პროექტი, რომლის ფარგლებში საქართველოს 6 რეგიონსა და თბილისში ინტენსიური დისკუსიების გზით, ვეცადეთ მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ახლოს გაგვეცნო ევროკავშირი, მისი ისტორია, ინსტიტუტები და რაც მთავარია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, რომელიც მუდმივად მზარდი და დინამიკურია.

პროექტი ხორციელდება  ერაზმუს + პროგრამის თანადაფინანსებით.

http://grass.org.ge/project/evrokavshiris-shesakheb-tsnobierebis-amaghleba-sabaziso-doneze-saqarthveloshi/