logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

,,ევროპული პოლიტიკის კოორდინაციის გაუმჯობესება საქართველოში ვიშეგრადის ქვეყნების პრაქტიკაზე დაყრდნობით’’

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2015/07/gr.jpg
07 ივლისი, 2015
 0

10 ივლისს, 19:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) მართავს პუბლიკაციის პრეზენტაციას თემაზე ,,ევროპული პოლიტიკის კოორდინაციის გაუმჯობესება საქართველოში ვიშეგრადის ქვეყნების პრაქტიკაზე დაყრდნობით’’. კვლევა ჩატარებულია უნგრელი, პოლონელი, ჩეხი, სლოვაკი და ქართველი ექპსპერტების მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

✔პუბლიკაცია მიმოიხილავს ვიშეგრადის ქვეყნების ევროპული პოლიტიკის კოორდინაციის ინსტიტუციურ მოწყობას, საჯარო კომუნიკაციის სტრატეგიასა და პოლიტიკურად და ეკონომიკურად სენსიტიურ საკითხებს ჩეხეთის რესპუბლიკაში, უნგრეთში, პოლონეთსა და სლოვაკეთში ასოცირების ხელშეკრულებების/ევროპული შეთანხმებების იმპლემენტაციის პროცესის დროს;

✔პუბლიკაციაში ასევე განხილულია საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობა ევროპული პოლიტიკის კოორდინაციის ინსტიტუციური არქიტექტურის თვალსაზრისით და შეთავაზებულია კონკრეტული რეკომენდაციები ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით. პრეზენტაციის შემდგომ გაიმართება დისკუსია.

➤დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ თანდართული ბმული არაუგვიანეს 9 ივლისისა

http://goo.gl/forms/sxHVqX2ehd

ადგილი: საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), თბილისი, მიცკევიჩის #27, სართული 1

საკონტაქტო პირი: მერი მაღლაკელიძე (599072211) გიორგი გოგუაძე (ტელ: 598554384)