logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

გადაცემა თეორემა თემაზე: ხელისუფლების მიერ ოპონენტების ლანძღვა - რაციონალური გათვლა თუ აკვიატება?

download.jpg
12 მარტი, 2014
 0

[youtube_sc url="http://www.youtube.com/watch?v=Wd8N62st244"]

თვლით თუ არა, რომ ხელისუფლება გაუმართლებლად ბევრ დროს ხარჯავს საპარლამენტო ოპოზიციის ლანძღვაზე და ცოტას - ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე? რა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას გვაძლევს ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკის ანალიზი? რა რაციონალური ახსნა აქვს ირაკლი ღარიბაშვილის, ალექსი პეტრიაშვილის და სხვათა მოწოდებებს, არ მიიღოს უკრაინამ ავანტიურისტი სააკაშვილის რჩევები? რა სიკეთეს იღებს ქართველი ხალხი ხელისუფლების წარმომადგენელთა ამ ტიპის განცხადებებით, რომელთაც შემდეგ თავდაუზოგავად ავრცელებს რუსული მედია ცხადია პუტინის პოზიციების გასამყარებლად? ან რა რაციონალური ახსნა აქვს ხელისუფლების მხრიდან ნაციონალური მოძრაობის ლიდერების დამნაშავეებად გამოცხადებას სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშე? რა სიკეთე მოაქვს მსგავს განცხადებებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის? და რაც მთავარია, რა რაციონალური ახსნა აქვს მათი მხრიდან გამუდმებით იმის მტკიცებას, რომ საქართველოს წინა ხელისუფლება რომ არა, რუსეთ საქართველოს ომს თავიდან ავიცილებდით? რამდენად შედის ამის მტკიცება საქართველოს ეროვნულ ინტერესებში, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე?