logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ბიომასების ეფექტური გამოყენების საკითხებზე იმსჯელეს.

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2016/07/1469438535_img_2760.jpg
20 ივლისი, 2016
 0

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ბიომასების ეფექტური გამოყენების საკითხებზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ, პროექტის თანათავმჯდომარე მაია ბითაძემ მიმართა.

შეხვედრა ,,ლევან მიქელაძის ფონდის“ ,,საქართველოს რეფორმების ასოციაციასთან“ თანამშრომლობით გაიმართა, სადაც ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა, ბიომასების ეფექტური გამოყენების თემაზე სხვადასხვა რეკომენდაციები წარმოადგინეს.

პროექტი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევით ცენტრთან (SFPA), საქართველოს რეფორმების ასოციაციასთან თანამშრომლობით, Slovak-Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ტარდება და საჯარო დისკუსიებს, საზოგადოების ინფორმირებას, რეკომენდაციების შემუშავებას ითვალისწინებს, რაც საქართველო ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

სამუშაო შეხვედრას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წყარო: https://www.facebook.com/MOEgeorgia/videos/1098971556826480/