logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

GRASS -ის განცხადება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებური მოვლენების შესახებ

14 მარტი, 2013
 0

გამოვხატავთ შეშფოთებას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და პროგრესირებადი უნივერსიტეტისათვის სწავლების აკრძალვა სერიოზულად აზიანებს სტუდენტებს, აბიტურიენტებს, სასწავლო პროცესსა და მთლიანად ქვეყანას. ამასთან, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ნეგატიური გავლენა ექნება სოფლის მეურნეობის განვითარებაზეც.

მიგვაჩნია, რომ უმაღლესი განათლების პოლიტიზირება ძალიან საშიში პრეცედენტია, ამიტომ მოვუწოდებთ განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭოს, რომ გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილი და ბათილად ცნოს 12 მარტის გადაწყვეტილება აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს და ადმინისტრაციას და ვუერთდებით მათ მიერ 17 მარტს დაანონსებულ აქციას განათლების სამინისტროსთან.