logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

GRASS-ის მიერ 8 ნოემბერს გაკეთებული განცხადება საქართველოში დაგეგმილი NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2013/05/depositphotos_96154198-stock-photo-puzzle-with-the-national-flag.jpg
12 მაისი, 2013
 0

ნატო-ში ინტეგრაცია არის ქართული საზოგადოების მტკიცე ნება და ნებისმიერი მთავრობა ვალდებულია აწარმოოს თანმიმდევრული პოლიტიკა ამ მიზნის მისაღწევად. ა.წ ოქტომბერში დემოკრატიულად ჩატარებულმა არჩევნებმა შექმნა განსაკუთრებული შესაძლებლობები, რათა დეკემერში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო მინისტრების შეხვედრაზე გადაიდგას კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ნატო-ში იტეგრაციის თვალსაზრისით. ამის მისაღწევად აუცილებელია აქტიური დიპლომატიური ძალისხმევა, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენდა ა.წ ნოემბერში დაგეგმილი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი. სამხედრო კომიტეტი არის ნატო-ს უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მათი პირველი ვიზიტი საქართველოში იძლევა შესაძლებლობას გავამყაროთ ჩვენი პოზიციები და შევქმნათ საფუძველი დეკემბერის მინისტერიალზე საქართველოსათვის სასურველი გადაწყვეტილებების მისაღებად.

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ასეთი დონის და მნიშვნელობის ვიზიტის გადადების პრეცედენტი არ ყოფილა და ეს ქმნის ნეგატიურ დინამიკას. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა მაშინ, როდესაც არჩევნების შედეგად შექმნილია პოზიტიური ატმოსფერო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

სამხედრო კომიტეტის გადადება უკიდურესად ამცირებს დეკემბრის მინისტერიალზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, რაც თავისთავად ანელებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს და ამცირებს შანსებს 2014 წლის სამიტისთვის.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გადადგას ყველა აუცილებელი ნაბიჯი სამხედრო კომიტეტის უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტის უზრუნველსაყოფად და დეკემბრის მინისტერიალზე ჩენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ჩვენ, როგორც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, მზად ვართ ვითანამშრომლოთ მთავრობასთან აღნიშნული მიზნის მისაღწევად.

GRASS (საქართველოს რეფორმების ასოციაცია) - თანადამფუძნებლები სერგი კაპანაძე, ელენე ხოშტარია, ნოდარ ხარშილაძე.