logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

GRASS-ისგანცხადება პოლიტიკურ ლიდერებს შორის ბოლო დროს გამწვავებულ რიტორიკასთან დაკავშირებით

26 ნოემბერი, 2012
 0

GRASS-ისგანცხადება პოლიტიკურ ლიდერებს შორის ბოლო დროს გამწვავებულ რიტორიკასთან დაკავშირებით

გამოვხატავთ შეშფოთებას ბოლო დღეების განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის არსებულ უკიდურესად ნეგატიურ რიტორიკასთან დაკავშირებით.

დღეს საქართველოს განვითარების მთავარ ამოცანას წარმოადგენს პირველ ოქტომბერს გამართული არჩევნების შემდეგორძირითად პარტიას შორის ცივილიზებული და დემოკრატიული ურთიერთობების ჩამოყალიბება. კოაბიტაციის გზით პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მოახერხონ აუცილებელ რეფორმებზე და საგარეო პოლიტიკაზე კონცენტრირება. პოლიტიკურ ოპონირებას და დაპირისპირებას არ უნდა შეეწიროს ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

ბოლო დროს გამოკვეთლი ნეგატიური, შეურაცხმყოფელი რიტორიკა ორივე პარტიის ლიდერების მხრიდანპირდაპირ ეწინააღმდეგება აღნიშნულ ამოცანებს და წარმოქმნის ქვეყანაში დაპირისპირებისა და საერთაშორისო იზოლაციის საფრთხეს.

მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ საქართველოს ინტერესები, თავი შეიკავონ შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ქმედებებისაგან და გამონახონ კოაბიტაციისა და ცივილიზებული თანამშრომლობის გზები.

_________________________________
საქართველოს რეფორმების ასოციაცია