logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

GRASS იწყებს პროექტის „ევროპეიზაცია პროცესის მიღმა“ განხორციელებას

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2018/07/35235756_1397808190320537_2586423060768751616_o.jpg
03 ივლისი, 2018
 0

25-28 მაისს საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), პროექტის „ევროპეიზაცია პროცესის მიღმა“ ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ბერლინში, რომელსაც მხარს უჭერს ფონდი „ღია საზოგადოება ევროპული ინიციატივა“ (OSIFE).

ვიზიტის ფარგლებში GRASS-მა შეხვედრები გამართა გერმანიის წამყვან კვლევით ორგანიზაციებთან: საერთაშორისო და უსაფრთხების საკითხების გერმანული ინსტიტუტი (Stiftung Wissenschaft und Politik (SWP), საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს (ECFR Berlin) ბერლინის განყოფილება, საგარეო ურთიერთობების გერმანული საბჭო (German Council on Foreign Relations), აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრი (ZOiS - Zentrum für Osteuropa- und internationale Studien), მერკატორის ჩინეთის კვლევების ინსტიტუტი (Mercator Institute for China Studies gGmbH), პოლის 180 (Polis180) კონრად ადენაურის ფონდი (KAS) და ბერლინის ეკონომიკა (Berlin Economics).

შეხვედრების დროს განხილული იქნა როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირსა და გერმანიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და თანამშრომლობის შესაძლებლობები.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტს (Institut für Europäische Politik) ვიზიტისა და შეხვედრების ორგანიზებისთვის.