logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

იხილეთ ელენე ხოშტარიას გასული წლის შეჯამება "რუსთავი 2-ის" ეთერში

helen khoshtaria.jpg
09 იანვარი, 2015
 0

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" საბჭოს თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია, "კურიერთან" გასულ წელს აჯამებს და ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკაში გაუგებარი პოლიტიკის გამო საყვედურობს.

ხოშტარიას თქმით, მიმდინარე წლის მოვლენა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა იყო, მაგრამ ხელისუფლებას ქვეყნისთვის ასევე მნიშვნელოვან თემაზე - ანექსიაზე, კონკრეტული ხედვა არა აქვს.

"ხელისულებას ანტიანექსიური პოლიტიკა არა აქვს. დღეს, როდესაც რუსეთი წარმოადგენს ევროპული უსაფრთხოების პრობლემას, ჩვენ ვერიდებით, პუტინს დავარქვათ თავისი სახელი, რომ ის არის ჩვენი მტერი," - ამბობს ელენე ხოშტარია.

პოლიტოლოგის შეფასებით, "ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა ხასიათდება სერიოზული ფუნდამენტური გაუგებრობით და საგარეო პოლიტიკაშიც შიდა კინკლაობაა მთავარი პლატფორმა".

ელენე ხოშტარიამ თავადაცვის სამინისტროს სკანდალური განცხადებაც შეაფასა და თქვა, რომ ხელისუფლების მთავარი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა დამაფიქრებელი, რაც პრემიერ-მინისტრის განცხადებაში გამოჩნდა.

"ირაკლი ღარიბაშვილმა მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ ვემიჯნებით უკრაინის ბრძოლას", რაც, ხოშტარიას შეფასებით, ყველაზე მთავარი და საგანგაშო პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის.