logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ხელისუფლების მეგობრობა რუსეთთან - საკითხები რომელიც ევროპას გვაშორებს

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2016/02/sergi.jpg
10 თებერვალი, 2016
 0

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დირექტორი სერგი კაპანაძე, საქართველოში პრორუსული მედია გამოცემების მომრავლებაზე საუბრობს, რომლებიც დაფინანსებას ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოსგან იღებენ.

დიპლომატი ამბობს, რომ ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ სენატში საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადება საფრთხის შემცველია.

საქართველოში დასავლური ინტეგრაციის შენელებაზე და რუსულ პროპაგანდაზე პასუხიმგებელი მოქმედი ხელისუფლებაა.

„ეს განცხადება მინიმუმ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ან მართლა უხვევს გეზიდან ან ვერ აჩვენებს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს თავის მთავარ პარტნიორს. ხელისუფლებისთვის ჯეიმს კლეპერის განცხადება კარგი გაკვეთილი უნდა იყოს. აშშ-ს დაზვერვის დეპატამენტის მიერ გაკეთებული განცხადება გაკვეთილი უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც, მათაც უნდა მოახდინონ ზეწოლა ხელისუფლებაზე. ხელისუფლების მხრიდან არჩეული კურსის შეუქცევადობა კიდევ ერთხელ ღიად უნდა იქნას დაფიქსირებული. რას ნიშნავს ეს - იმ ნაბიჯების გადადგმის შეწყვეტა უნდა მოხდეს, რომელიც აშკარად მეგობრულია რუსეთის მიმართ. აქ იგულისხმება იგივე გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებები, ჩვენ ვხედავთ კავკასუსის შეძენის მცდელობას რუსული კომპანიის მიერ, ქვეყანაში გააქტიურებულ პრორუსულ ძალებს, ხშირ შემთხვევაში მთავრობის მხრიდან ფინანსდება პრორუსული განწყობის მედიასაშუალებები. ეს ყველაფერი კი ქმნის იმ ერთობლიობას, რომლებმაც მoგვიყვანა აშშ-ს სახელმწიფო დაზვერვის ამ განცხადებამდე. პასუხისმგებლობა კი რა თქმა უნდა ხელისუფლებას აკისრია“- განუცხადა „ნიუპოსტს“ სერგი კაპანაძემ.

ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სენატში გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს დასავლური ორიენტაცია გარკვეული საფრთხეების ქვეშ დგას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2016 წლის არჩევნების წინ დასავლური ინტეგრაციის ნელ ტემპს ემატება ეფექტური რუსული პროპაგანდა, რის გამოც თბილისმა შესაძლოა შეასუსტოს, ან შეაჩეროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა. ამასთანავე საუბარია იმაზე, რომ 2016 წლის არჩევნების წინ, მთავრობისთვის მთავარი პოლიტიკური სისუსტე სავარაუდოდ ეკონომიკური ცვლილებები გახდება.

წყარო Newposts.ge
http://www.newposts.ge/?id=99315