logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

კვლევის „გაზომვადი პროპაგანდა: როგორ აადვილებენ ჩვენი სისუსტეები რუსულ გავლენას“ პრეზენტაცია

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2013/11/IMG_3278.jpg
18 აპრილი, 2018
 0

17 აპრილს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) კვლევის „გაზომვადი პროპაგანდა: როგორ აადვილებენ ჩვენი სისუსტეები რუსულ გავლენას“ პრეზენტაცია.

კვლევა შემუშავდა რუმინული ორგანიზაციის GlobalFocus Center-ის ინიციატივით, რომელშიც მიმოხილულია საქართველოს, რუმინეთის, ბულგარეთისა და მოლდოვას სტრუქტურული სისუსტეები/გამოწვევები, რომლებმაც შესაძლოა ნაყოფიერი ნიადაგი შეუქმნას რუსეთისა თუ სხვა არალიბერალური აქტორის მხრიდან ჩარევას.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო როგორც თვისებრივი კვლევის შედეგად გამოვლენილი საქართველოს სისუსტეები ეკონომიკის, პოლიტიკის, საზოგადოებისა და საგარეო პოლიტიკის/უსაფრთოების სფეროებში, ასევე რაოდენობრივი ანალიზის შედეგები, რომლებიც აფასებენ პროპაგანდის მიმართ საქართველოს, რუმინეთის, ბულგარეთისა და მოლდოვას შეღწევადობის ინდექსს.

კვლევა გამოიცა აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის პროექტის "შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის" მიერ.

http://grass.org.ge/wp-content/uploads/2018/03/Propaganda-Made-to-Measure-How-Our-Vulnerabilities-Facilitate-Russian-Influence-1.pdf