logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

კვლევის პრეზენტაცია,“გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ალტერნატიული გზები: კერძო სექტორში მცხოვრები დევნილები საქართველოში"

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2014/04/10157148_10201619899891433_657430980_n.jpg
04 აპრილი, 2014
 0

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) პროექტის „მესამე ფაზის დევნილებისათვის გრძელვადიან გადაწყვეტილებებზე პოლიტიკური რეკომენდაციების შემუშავება“ ფარგლებში 4 აპრილს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია,“გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ალტერნატიული გზები: კერძო სექტორში მცხოვრები დევნილები საქართველოში", რომელსაც ესწრებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ნინო ჭავჭავაძე და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

პრეზენტაციაზე განხილულ იქნა კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის გზებთან დაკავშირებით არსებული პრობლემები და დაბრკოლებები და მათი მოგვარების მიზნით გაიცა რეკომენდაციები.

აღნიშნული კვლევა მომზადდა და დაიბეჭდა „აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის“ (EWMI) მხარდაჭერით„საქართველოში პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით (USAID).