logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

მე არ გამოვრიცახვ იმას, რომ სააკაშვილი მოგვევლინოს უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრად

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2016/02/sergi.jpg
22 თებერვალი, 2016
 0

მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ სააკაშვილი მოგვევლინოს ახალ პრემიერ-მინისტრად," - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორმა, სერგი კაპანაძემ, უკრაინაში მიმდინარე პროცესებისა და ოდესის გუბერნატორის პოლიტიკურ ამბიციებზე რუსთავის2-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ მალავს, რომ მას აქვს კონკრეტული პოლიტიკური ამბიციები.

„მე არ გამოვრიცახვ იმას, რომ სააკაშვილი მოგვევლინოს უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრად. თუ არჩევნები იქნა, შანსი იმისა, რომ სააკაშვილი მიიღებს უფრო მეტ ხმას, ვიდერე სხვა რომელიმე პარტია, ძალიან მაღალია. მისი პირადი რეიტინგი დღეს 30-40%-ის ფარგლებშია. ის რეიტინგები, რაც არსებობს, აჩვენებს, რომ მას გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა პოლიტიკოსს. თუ არჩევები იქნა და სააკაშვილს მიეცა საშუალება, რომ ამ არჩევნებში თავისი პოლიტიკური ძალით წავიდეს, დიდია იმის ალბათობა, რომ ის იქნება ერთ-ერთი ძლიერი პარტია,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინის მიმართ ევროკავშირში განწყობები იცვლება. მისი მტკიცებით, საერთაშორისო თანამეგობრობაში შეინიშნება ერთგვარი დაღლა უკრაინის საკითხებით, რაც შენელებული რეფორმებით არის გამოწვეული.

„უკრაინა, რომელიც ვერ ართმევს თავს ამ რეფორმებს, აღარ იქნება ისეთი მისაღები ევროპისთვის, როგორიც უკრაინა, რომელიც არის წარმატებული რეფორმატორი ქვეყანა,“ - ამბობს სერგი კაპანაძე.

იხილეთ ვიდეო: