logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

პაატა გაფრინდაშვილი რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში"

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2018/03/maxresdefault.jpg
16 მარტი, 2018
 0

16 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო პაატა გაფრინდაშვილი, საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი. მან ისაუბრა რუსეთის მიმართ დასავლეთის პოლიტიკის კონსოლიდაციის პროცესსა და ამ კონტექსტში საქართველოსთვის არსებულ შესაძლებლობებზე. პაატა გაფრინდაშვილის შეფასებით, ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კვალობაზე დასავლეთის რიტორიკა სავსებით ადეკვატურია. თუმცა, ჯერ კიდევ საკითხავია, რუსეთის შეკავების რამდენად ეფექტიან სტრატეგიაში გადაიზრდება ის. რაც შეეხება საქართველოს ინტერესებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომების ურთიერთმიმართებას, პაატა გაფრინდაშვილის აზრით, დღეს ის გაცილებით ხელსაყრელია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. პაატა გაფრინდაშვილის აზრით საჭიროა დიალოგი როგორც საქართველოსა და დასავლეთს, ასევე საქართველოსა და რუსეთს შორის. ამის პარალელურად მნიშვნელოვანია აქტიური მოქმედება რუსეთის ანექსიური პოლიტიკისა და ნაბიჯების შესასუსტებლად. პაატა გაფრინდაშვილი NATO-ს სამიტის მოახლოების კონტექსტსაც შეეხო და თვლის, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მიერ გასააქტიურებელია NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღების საკითხი. ამასთან, თუკი MAP-ის მიღება შეუძლებელი იქნება, საქართველომ უნდა მიაღწიოს იმას, რომ ალიანსის წევრებმა აღიარონ MAP-ის გვერდის ავლით NATO-ში საქართველოს მიღების შესაძლებლობა.

ინტერვიუ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე - https://goo.gl/su9pRc

[embed]https://www.youtube.com/watch?time_continue=197&v=41K8KFGLozI[/embed]