პანკისის ხეობის პროდუქციის საშობაო გამოფენა-გაყიდვა თბილისში გაიმართება

13 დეკემბერი, 2017

14 დეკემბერს, შარდენის 19-ში მდებარე გალერეა უმასპინძლებს  პანკისელი ქალების მიერ დამზადებული  პროდუქტისა და ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების  გამოფენა-გაყიდვას. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება მაღალი ხარისხის ნატურალური პროდუქცია და თექისა და თიხის ნაკეთობები. გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება 17:00 საათზე და გაგრძელდება 22:00 საათამდე, აქვე მოეწყობა ფოტოგამოფენა პანკისის თემაზე.

გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა  პროექტის – „ქალთა გაძლიერება პანკისის ხეობაში ცვლილებებისთვის’’ – ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ,,კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი’’ (KRDF) ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით.

 

პროექტი დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.