logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

„ფაქტ მეტრი“ - ახალი გამოცემა

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2016/08/15181471_624036521101114_86754491364073680_n.jpg
16 აგვისტო, 2016
 0

ფაქტ მეტრი“ - ბეჭდურ მედიაში ახალი გაზეთი გაჩნდა. სამწლიანი ონლაინ გამოცემა იმ მომხმარებლებისთვის დაიბეჭდება, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. გამოცემაში, ძირითადად, სხვადასხვა რანგის პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებების ანალიზია განთავსებული. კერძოდ, დეტალურადაა ახსნილი როდის და სად გაკეთდა განცხადება, როდის იცრუა ავტორმა და რა შეესაბამება სინამდვილეს. გამოცემის თანამშრომლები თემებს ანალიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დახმარებით აანალიზებენ. დღეს „ფაქტ მეტრის“ მეორე ნომერი გამოიცა. იგი ყოველ ორშაბათს, 1 500 ცალიანი ტირაჟით გამოვა. გაზეთის შეძენა ჯერჯერობით, მხოლოდ მემედ აბაშიძისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში არსებულ საგაზეთო ჯიხურშია შესაძლებელია. 16 გვერდიან გაზეთს „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ დონორების დახმარებით გამოსცემს.
[youtube_sc url="https://www.youtube.com/watch?v=1XTHuSEBdcU"]