logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

პოლიტიკური კარიკატურების გამოფენა თბილისში

cms-image-000026175.jpg
06 ივნისი, 2014
 0

დღეს, 4 ივნისს თბილისში, რიყის პარკში სოციალურ-პოლიტიკური კარიკატურების გამოფენა გაიხსნა. სპეციალურად გახსნისთვის თბილისში გამოფენის მონაწილე ცნობილი კარიკატურისტები ჩამოვიდნენ.

[youtube_sc url="F8_9_5gUEdU"]

გამოფენაში მონაწილეობენ კარიკატურისტები ექვსი ქვეყნიდან: ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან და საქართველოდან. გამოფენის გახსნას დაესწრნენ პოპულარული ჩეხი კარიკატურისტი მარტინ შუტოვეჩი და ცნობილი ამერიკელი კარიკატურისტი დერილ ქეილი, რომელიც “ვაშინგტონ პოსტისთვის” ქმნის კარიკატურებს.

გამოფანაში მონაწილეობს ქართველი კარიკატურისტი გიორგი გამეზარდაშვილიც, ფსევდონიმით “გამეზა”, რომელიც წლებია კარიკატურებს ხატავს და უკვე იყო სხვა ჯგუფური გამოფენის მონაწილეც.

პროექტის ქართველი ორგანიზატორის - “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” წარმომადგენლის, არჩილ მაჭავარიანის ინფორმაციით, ეს პროექტი უკვე ძალიან პოპულარულია ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველო კი პირველი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, სადაც ეს გამოფენა იმართება.

გამოფენა თბილისში თვის ბოლომდე გაგრძელდება. დედაქალაქის გარდა, კარიკატურები გამოიფინება სხვა ქალაქებშიც - ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში.

ეს პროექტი არის პოლიტიკური კარიკატურების საერთაშორისო გამოფენის გაგრძელება. მისი ისტორია 2010 წლიდან იწყება. ამ ხნის მანძილზე ის ესტუმრა 19 ქალაქს და იმოგზაურა 17 000 კმ-ზე მეტ დისტანციაზე, იმოგზაურა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სლოვაკეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, პოლონეთი და უნგრეთი.

პროექტის ორგანიზატორები არიან „საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)“ და სლოვაკური ორგანიზაცია „ეუფორიონი“.

- სტატიის ბმული