პუბლიკაციების პრეზენტაცია

09 ივლისი, 2015

13 ივლისს, 18 საათზე, სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS – Georgia’s Reforms Associates-ის პუბლიკაციების პრეზენტაცია მოეწყობა.

წიგნებს – “ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები” და “აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში ევროკავშირის შესახებ გავრცელებული მითები” საზოგადოებას GRASS-ის პროექტების მენეჯერი დენოლა ჩხარტიშვილი გააცნობს.
ღონისძიების ფარგლებშივე სხვა პუბლიკაციების გამოფენაც იგეგმება.

https://www.facebook.com/events/304097706380708/