logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური სომეხი მოსახლეობა: სამოქალაქო ინტეგრაცია და დაბრკოლებები

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2016/08/grass1.jpg
03 აგვისტო, 2016
 0

2016 წლის 3 აგვისტოს, "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პოლიტიკის დოკუმენტის: " "სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური სომეხი მოსახლეობა: სამოქალაქო ინტეგრაციისა და დაბრკოლებების" პრეზენტაცია.

პოლიტიკის დოკუმენტი არის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ინტეგრაციის დონის განმსაზღვრელი, და იგი თავის მხრივ მოიცავს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ქართულ სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრაცია. განათლება და მასმედია გამოვლინდა ყველაზე რელევანტურ და პრობლემურ სფეროდ ეთნიკურად სომხურ მოსახლეობასთან მიმართებაში, და ნათლად ჩანს ის, რომ სწორედ ეს ორი უკანასკნელი საჭიროებს განსაკუთრებულ და გადაუდებელ ყურადღებას. რეგიონის ხანგრძლივი იზოლაციისა და გამო, სახელმწიფო ენის არცოდნამ შეაფერხა მათი სამოქალაქო ინტეგრაცია, რაც კვლავაც გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პროგრამა ხორციელდება სიტუაციის გამოსასწორებლად, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რომელსაც სჭირდება დიდი ძალისხმევა.

ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობების პრობლემების მოგვარების კუთხით არ ემთხვევა მათ საჭიროებებს; პირიქით ეს პოლიტიკა მორგებულია სხვა პრიორიტეტებზე. სამოქალაქო ცხოვრებაში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ინტეგრაციის მიზნით უაღრესად მნიშვნელოვანია რომ მათი წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ სამოქალაქო ინტეგრაციის პროექტების დაგეგვმისა და განხორციელების ყველა ეტაპზე, მათ შორის პრობლემის კვლევისა და მონიტორინგის პროცესშიც.