logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

"საქართველოს რეფორმების ასოციაცია" (GRASS) ახალი ანტი-ანექსიური სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობს.

ანტი-ანექსიური სტრატეგია.png
31 ოქტომბერი, 2014
 0

ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციის წევრებმა ელენე ხოშტარიამ, სერგი კაპანაძემ, დათო რაქვიაშვილმა და პაატა გაფრინდაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს. მათ რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოსალოდნელი ხელშეკრულების გაფორმების კონტექსტში საქართველოში შექმნილი ახალი რეალობის შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით, "საქართველოს რეფორმების ასოციაცია" ანტიანექსიური სტრატეგიის სამუშაო კონცეფცია შეიმუშავა, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას შესთავაზებს.

ელენე ხოშტარია მიესალმა უშიშროების სხდომის გამართვას. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ პრეზიდენტმა და პრემიერმა მოახერხეს პირადი უთანხმოების გვერდზე გადადება და რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის საფრთხეებზე კონსოლიდირება და ერთად მსჯელობა. ელენე ხოშტარიამ ახალი ანტიანექსიური სტრატეგიის საჭიროებაზე ისაუბრა. ორგანიზაციის მიერ შემუშავებული კონცეფცია კი ჟურნალისტებს სერგი კაპანაძემ წარუდგინა

სტატიის ბმული