logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

"საქართველოს რეფორმების ასოციაციამ" ანტი-ანექსიური სტრატეგიის კონცეფცია წარადგინა

https://grass.org.ge/vi/gBl7sobLT1M/0.jpg
31 ოქტომბერი, 2014
 0

რუსეთის მხრიდან ოკუპაციიდან ანექსიის ეტაპზე გადასვლა საქართველოს მხრიდან თვისობრივად ახალი ანტი-ანექსიური სტრატეგიის ჩამოყალიბებას მოითხოვს. ანტი-ანექსიური სტრატეგია, ჩვენი აზრით, შემდეგი ელემენტებისგან უნდა შედგებოდეს:

  • რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში საქმის აღძვრისთვის პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლის მომზადება;
  • თანმიმდევრული, კოორდინირებული და აქტიური დიპლომატიური და პოლიტიკური ქმედებები პარტნიორების მოსამზადებლად ანექსიის შემთხვევაში რუსეთზე საერთაშორისო სანქციების დაწესების მიზნით;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული მრავალმხრივი სამართლებრივი, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და სხვა ბერკეტების რეგულარულად ამოქმედება;
  • მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და სხვა სახის ბერკეტებისა და ინსტრუმენტების ამუშავება, რისთვისაც, პირველ რიგში, აუცილებელია რუსეთს და საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების ამოქმედება, რომელიც დღემდე არაა იმპლემენტირებული, მათ შორის, საქართველოს მთავრობის პასიურობის გამო;
  • რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირება;
  • საქართველოს უსაფრთხოების სისტემის, თავდაცვის სტრატეგიის და სტრატეგიული დოკუმენტების გადახედვა ანექსიიდან მომდინარე ახალი საფრთხეების გათვალისწინებით;
  • საერთაშორისო აზრის ფორმირების მიზნით საერთაშორისო პრესასთან აქტიური მუშაობა;
  • ანექსიიდან გამომდინარე ახალი საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური ტერმინოლოგიის დანერგვა;
  • სოხუმის და ცხინვალის მოსახლეობის მიმართ ახალი, რეალისტური და ქმედითი ინიციატივების ჩამოყალიბება, მათ შორის, სადაც შესაძლებელია სტატუს-ნეიტრალური მიდგომის გამოყენებით.

[youtube_sc url="gBl7sobLT1M"]